დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ბარამიძე პარლამენტში ჩხუბთან დაკავშირებით უსუფაშვილისგან "ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას" ელოდება
ავტორი:
2013/დეკემბერი/12 15:00:03
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე გუშინ პარლამენტში მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისგან "ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას" ელოდება.
როგორც გია ბარამიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის რაც გუშინ მოხდა, პროვოკაციაა.
"ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარისგან აღნიშნულთან დაკავშირებით ადეკვატურად მკაცრ რეაგირებას ველოდებით. სანქციის ფორმა თავად უსუფაშვილმა უნდა მოძებნოს, ჩვენ მას არ ვუკარნახებთ რა უნდა გააკეთოს, ის ძალიან კარგი იურისტია", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკრაინის თემაზე საუბრობს.
მისივე განცხადებით, გუშინდელი ინციდენტის მიზეზი შესაძლოა ისიც ყოფილიყო, რომ "ქართული ოცნების" წევრებს სურთ ახალ პრემიერ-მინისტრს ასიამოვნონ.
"ქართულ ოცნებაში" მწარედ ცდებიან, როდესაც ჩვენთვის ადგილის მიჩენაზე საუბრობენ. ჩვენ, ჩვენი ადგილი კარგად ვიცით. ოპოზიციაში ყოფნა ჩვენი მოვალეობაა და ჩვენ უნდა ვაკონტრლოთ მთავრობა. კრიმინალებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ხალხმა მოგვცა მანდატი", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, თუკი აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვები არსებობს, მაშინ დაიწყონ ამ საქმეზე გამოძიება და ის მზად არის ყველა შეკითხვას უპასუხოს.
"ჯაჭვლიანის გუშინდელი გამოსვლა შუღლის გაღვივების მცდელობას შეიცავდა. ის რომ სვანებს ერჩიან, ეს არაფერ შუაში არ იყო. გამოსვლა შეიძლება შეფასდეს უზნეო და სახიფათო საქციელად", - აღნიშნა დეპუტატმა.
გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანმა სიტყვით გამოსვლის დროს გია ბარამიძეს მიმართა - "ნუ ბლატაობ, შე ჩმორო", რასაც პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

იხილეთ ვიდეო :"ბარამიძე, ნუ ბლატაობ, შე ჩმორო" - ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია