დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" - ბათუმში მეორე ტური გარდაუვალია
ავტორი:
2014/ივნისი/16 01:00:02
ბათუმში მეორე ტური გარდაუვალია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველმა ნომერმა გიორგი კირთაძემ პირველადი ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან განმარტა, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატის კარგი წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, მეორე ტური მოსალოდნელი იყო. გიორგი კირთაძე მეორე ტურში "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრობის" კანდიდატებს მოიაზრებს.
"მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამხარ იბრძოდა. არა მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგებით, არამედ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით, რომელიც მოგვდის საუბნო საარჩევნო კომისებიდან, მეორე ტური არის გარდაუვალი. არ ვიცი ამაღამ რას მოიმოქმედებს "ქართული ოცნება", რეალურად, მეორე ტური არის გარდაუვალი, სადაც წარმოდგენილი იქნებიან გიორგი დიასამიძე და გიორგი ერმაკოვი", - აღნიშნა გიორგი კირთაძემ.
ამასთან, ბათუმში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა პირველადი ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ გამარჯვება ფოიერვერკებითა და შტაბის ეზოში გაწყობილი სუფრით აღნიშნეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1288
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია