დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
17.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 188 215 ამომრჩეველმა მიიღო
ავტორი:
2014/ივნისი/15 18:30:02
17.00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 188 215 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 34.64%-ია. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 17.00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა 39%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა არის რაჭა-ლეჩხუმში 52.8%; ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა ამ დროისთვის დაფიქსირებულია თბილისში და 29.3% შეადგენს.
თბილისში ოლქების მიხედვით აქტივობა ყველაზე მაღალია დიდუბის საარჩევნო ოლქში, რაც 33,2%-ს შეადგენს, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობაა სამგორში, სადაც მისულ ამომრჩეველთა რაოდენობა 27%-ს შეადგენს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია