დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ილჰამ ალიევი - საქართველო-აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა მომავალშიც გაღრმავდება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/29 18:30:02
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"გულითადად გილოცავთ პრეზიდენტის პოსტზე არჩევას. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური ურთიერთობა და მეგობრობა, ასევე ყოველმხრივი თანამშრომლობა კმაყოფილებას იწვევს. დარწმუნებული ვარ ეს ტრადიციული ურთიერთობა, მეგობრობა და კეთილმეზობლობა, ასევე, სტრატეგიული პარტნიორობა, მრავალმხრივი თანამშრომლობა მომავალშიც ყოველმხრივ განვითარდება და გამყარდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და პროგრესისთვის",-წერს ალიევი მისალოც წერილში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს ჯანმრთელობას და სახელმწიფოებრივ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1254
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია