დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" - ბათუმში "ქართული ოცნების" კოორდინატორები მოქალაქეების აქტივობას იწერენ
ავტორი:
2014/ივნისი/15 17:30:02
ბათუმში "ქართული ოცნების" კოორდინატორები არიან უბნებზე მობილიზებული და მოქალაქეების აქტივობას იწერენ, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჭკადუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, "ეს არ არის კანონდარღვევა, მაგრამ შესაძლოა, მსგავსი ფაქტები ამომრჩევლის არჩევანზე ირიბი გავლენის მომხდენი იყოს". მისივე თქმით, ბათუმში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
"პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, არ ყოფილა ისეთი სერიოზული პრობლემები, რაც მაგალითად, სამეგრელოში დაფიქსირდა. თუმცა, არის ტექნიკური დეტალები, რაც დასაზუსტებულია. ერთი კონკრეტული ტენდენცია, რაც სამწუხაროდ შეინიშნება "ქართული ოცნების" კოორდინატორები არიან მობილიზებული უბნებზე და იწერენ მოქალაქეების აქტივობას. ეს არ არის კანონდარღვევა, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს ამომრჩევლის არჩევანზე ირიბი გავლენის მომხდენი მსგავსი ფაქტები", - აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ.
მისივე თქმით, ბათუმში პროცედურული სახის დარღვევები ძირითადად ეხება უბნის მომზადებას პირველი ამომრჩევლის მისაღებად, რაც ხშირ შემთხვევაში საარჩევნო უბნის ადმინისტრაციის გამოუცდელობას და პროცედურების არცოდნას უკავშირდება.
"ასევე, დაფიქსირდა ჩვენი დამკვირვებლების უბნებზე არშეშვების ფაქტები, თუმცა საოლქოში დავრეკეთ და აღმოიფხვრა პრობლემა. მათ დაუყოვნებლივ შესთავაზეს შესვლა. ასევე იყო ხარვეზები საარჩევნო სიებში ფოტოებთან დაკავშირებით. მამაკაცის სახელსა და გვარზე, მონაცემებზე მიბმული იყო ქალბატონის ფოტო. ალბათ, ეს ტექნიკური პრობლემაა, თუმცა ბუნებრივია, რომ მომავალი არჩევნებისთვის უნდა გადაიხედოს", - აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1006
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია