დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში ისრაელ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმი გაიმართება
ავტორი:
2014/მარტი/10 19:30:02
თბილისში 12-13 მარტს ისრაელ-საქართველოს მეორე ბიზნეს-ფორუმი "GEORGIA GATWAY" გაიმართება. წელს ბიზნეს-ფორუმის ძირითადი მიმართულება კომუნიკაციები და კომუნიკაციების სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას შეეხება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ კომუნიკაციების სფეროში მომუშავე ისეთი ცნობილი ისრაელური კომპანიები, როგორებიც არის: Ness Technologies Ltd, Mobile Tornado Group, Plasan SasA Ltd, Audio Codes Ltd, Pine App Ltd, Top Image Systems Ltd, A.R.I. Flow Control ACCESSORIES  Ltd, Top Impants Ltd, Solcon Industries Ltd.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ეკონომიკის მინისტრის სიტყვით გამოსვლა. ასევე, გაკეთდება მოხსენება ისრაელის მიერ თანამედროვე კომუნიკაციების სფეროში მიღწეული წარმატებებისა და ინოვაციების შესახებ. გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც ისრაელურ კომპანიებს საშუალება ექნებათ ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელებისგან კითხვა-პასუხის ფორმატში მიიღონ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოზე, ხოლო ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ ისრაელის ტელესაკომუნიკაციო ინდუსტრიის შესახებ. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნეს-ჯგუფების წარმომადგენელთა პირისპირ შეხვედრები.
ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის, მთავრობის, საპარტნიორო ფონდის და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია