დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი ლაურა ტომპსონს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/27 19:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს ლაურა ტომპსონს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ოცწლიანი მოღვაწეობა, მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დახმარებით განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას აქტიური მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ლაურა ტომპსონი საქართველოში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია