დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - ივანიშვილს ეტყობა, საკუთარი ზოოპარკიდან გამომდინარე ცხოველების ალუზია აქვს
ავტორი:
2014/ივნისი/15 15:00:02
"ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერისთვის, გიგი უგულავასთვის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი განცხადების შინაარსი გაუგებარია. როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილს ცხოველების ალუზია აქვს და სხვადასხვა ადამიანებს ცხოველებს ადარებს.
"გავეცანი განცხადებას, თუმცა რისი თქმა უნდოდა ამ ადამიანს, ვერ გავიგე. ერთადერთი რაც მივხვდი, ეტყობა საკუთარი ზოოპარკიდან გამომდინარე ცხოველების ალუზია აქვს და აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ადამიანებს ცხოველებს ადარებს. ეს ადამიანი თავის თავის ვიკილიქსია და ალბათ სხვა დროს უფრო ფართოდ განმარტავს იმ სურვილებს რისი გამოთქმაც სურდა", - განაცხადა უგულავამ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მარნეულში წინასაარჩევნოდ განვითარებული მოვლენებისას გიგი უგულავა ფაფარაშლილ ლომს შეადარა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია