დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აზერბაიჯანში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა
ავტორი:
2014/ივნისი/14 15:00:02
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს სახელით, სასტუმრო კომპლექს JW Marriott Absheron-ში საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო მიღება გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან აცნობეს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას დაესწრნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, ქართული დიასპორისა და ქ. ბაქოს სათვისტომოს წევრები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი და ადგილობრივი მედია.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ. მან ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ, საქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე და იმ წარმატებებზე, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიების მიმდინარეობის ფარგლებში, მოეწყო "ზარაფხანის" ნამუშევართა გამოფენა. კულტურული პროგრამა კი წარმოადგინა საქართველოდან მიწვეულმა ანსამბლმა "ერთობამ". მიღებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ალკოჰოლური სასმელების ცნობილი ბრენდი "შატო მუხრანი"და ეროვნული სამზარეულო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 986
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია