დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - თუ ჩვენ შეცდომებს არ დავუშვებთ, ვერანაირი ძალა ვერ მოგვერევა
ავტორი:
2014/აპრილი/17 16:00:03
რუსეთი ყოველთვის მუშაობდა და მუშაობს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ხელისუფლების შეცდომებზე, ჩვენი მთავარი ამოცანაა შეცდომები არ დავუშვათ, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
ზაქარეიშვილი ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ნატო-ს განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"რუსეთი არასოდეს მალავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით. ის ასეთ განცხადებებს აკეთებდა ბალტიისპირეთთან მიმართებაში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანების დროსაც. სხვათა შორის, მედვედევმაც აღნიშნა ინტერვიუში, რომ მათ ასევე არ მოეწონათ ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანება ნატო-ში. მერე რა, ჩვენ მაინც მივდივართ იქით. ბუნებრივია, გამოწვევები არის. რუსეთი ყოველთვის მუშაობდა და მუშაობს მოწინააღმდეგე სახელმწიფოს ხელისუფლების შეცდომებზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა შეცდომები არ დავუშვათ, მყარად, მკაფიოდ ვიმოძრაოთ დასავლეთისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ და თუ ჩვენ შეცდომებს არ დავუშვებთ და კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგავთ, ვერანაირი ძალა ვერ მოგვერევა. ჩვენი ხელისუფლება ძალიან ფრთხილად მოქმედებს და ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად შეცდომა არ დაგვიშვია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, პუტინის დღევანდელი განცხადებები ეს არის ძალის დემონსტირება. კითხვაზე, პუტინის განცხადებები უკავშირდება თუ არა დასავლეთის არასათანადო რეაქციას, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ძალის დემონსტრირება. "ეს არის სისუსტის ნიშანი, რომ მას სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, ასეთი განცხადებები გააკეთოს, იმიტომ, რომ აშკარად ჩანს, დასავლეთი არის მობილიზებული და ცალსახად და მკაფიოდ ცდილობს რუსეთს არ გაუვიდეს მოქმედებებში ის, რასაც სიტყვებით ამბობს. როგორც წესი, როცა პოლიტიკოსები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს სისუსტის გამოვლენაა და არა სიძლიერის", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 951
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია