დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის 15 მობილური ჯგუფი იმუშავებს
ავტორი:
2014/ივნისი/14 13:00:02
არჩევნების დღეს, სახალხო დამცველის 15 მობილური ჯგუფი საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობას გაუწევს არჩევნებში მონაწილე პირების უფლებების დაცვას. ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სახალხო დამცველმა არჩევნების დღესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა და განმარტა, რომ მას არ გააჩნია სპეციალური მანდატი საარჩევნო უბნებზე დააკვირდეს უშუალოდ ხმის მიცემისა და საარჩევნო უფლებების რეალიზაციის პროცესს.
"მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური მობილური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში მონიტორინგს გაუწევენ არჩევნების პროცესში ადამიანის სავარაუდო უფლებების დარღვევას. რასაც სათანადო შესწავლის შემდეგ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისი თქმით, არჩევნების დღეს, დაინტერესებულ პირებს ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზის ნომრებზე: 2 91 38 14 და 291 38 15.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში, მობილური ჯგუფების მეშვეობით უზრუნველყოფენ სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებზე ადგილზე გამოცხადებას და შემთხვევის დაფიქსირებას, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
"სამართლიანი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია, ამასთან, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი არჩევვნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება. 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ ერთი ტესტია ქართული დემოკრატიისთვის, მასზეა დამოკიდებული რამდენად ქმედითი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვა. საპრეზიდენტო არჩევნებიდან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია შედარებით დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ზედამხედველობას გავუწევთ არჩევნებში მონაწილე პირთა უფლებების დაცვას, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 965
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია