დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვარშავაში ეუთო-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/03 18:00:08
ვარშავაში, ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილების ფარგლებში, ეუთო-ს წევრი ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM) გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, არჩევნები, ტოლერანტობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ლტოლვილები და ადგილნაცვალი პირები, თავისუფალი გადაადგილება და სხვა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეუთო-ში საქართველოს მისიის, პოლონეთში საქართველოს საელჩოს, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ქართული დელეგაციის წევრებმა განცხადებები გააკეთეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და რეფორმების შესახებ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაციისა და მათი უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ქართული მხრიდან გაკეთდა განცხადებები ოკუპირებულ რეგიონების მიმდებარე ტერიტორიებზე ჟურნალისტების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, აგრეთვე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების სისტემატურ და უხეშ დარღვევებზე. ყურადღება ასევე გამახვილდა თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული მხარის ორგანიზებით გაიმართა ე.წ. Side Event, რომელზეც, საგარეო უწყების ცნობით, მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მავთულხლართების გავლებასა და ამ პროცესთან დაკავშირებულ ადგილობრივი მაცხოვრებლების უფლებათა დარღვევებზე. წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფილმი ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1025
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია