დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - ვინ გაქრება სცენიდან, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია
ავტორი:
2014/ივნისი/14 00:00:02
როდესაც პრემიერ-მინისტრი გააკეთებს ისეთ სამარცხვინო განცხადებას, ჩვენი კანდიდატები იმიტომ ჩავსვით, რომ შემდეგ მოგვეხსნა, შეუძლებელია ცვედანის გარდა სხვა ეპითეტი იხმარო, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსმა გიგი უგულავამ განაცხადა.
მისი თქმით, "ცვედანი" ლიტერატურული ეპითეტია, "განსხვავებით იმ მუქარისგან, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისგან მოდის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მისამართით".
"ცვედანი ლიტერატურული ფრაზაა. სამარცხვინო იყო პრემიერის განცხადება, რომ ჩვენივე კანდიდატები იმიტომ ჩავსვით, რომ შემდეგ მოგვეხსნა. ამას რომ პრემიერ-მინისტრი იტყვის, შეუძლებელია სხვა ეპითეტი იხმარო. ეს ლიტერატურული ეპითეტია იმ მუქარისგან განსხვავებით, რაც ამ ადამიანისგან მოდის. ვინ გაქრება სცენიდან, ვინ არ იარსებებს, ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი", - აღნიშნა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არ არის უპასუხისმგებლო პარტია და თუ ერთ კონკრეტულ რაიონში არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს, მხოლოდ იმ კონკრეტულ რაიონში გააპროტესტებს. "ეს არის ადგილობრივი არჩევნები, ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ რომელიმე ოლქში გადაწყვეტილებას, თუ ასეთი რამე მოხდა სიტყვაზე, ლაგოდეხის რაიონში, არ დავეთანხმებით ლაგოდეხში, თუ ასეთი რამე მოხდა თბილისში – არ დავეთანხმებით თბილისში და ამას არ განვავრცობთ მთელ საქართველოზე, რადგან ჩვენ არ ვართ უპასუხისმგებლო პარტია. და თუ მოხდა ისე, რომ მთელ საქართველოში არ დავეთანხმებით არჩევნების შედეგებს, მაშინ მთელს საქართველოში გავაპროტესტებთ და ვიტყვით, რომ მთელს საქართველოში არ ვეთანხმებით. იმედი მაქვს, ხელისუფლება გამოიჩენს ამ მიმართულებით კეთილგონიერებას", - განაცხადა გიგი უგულავამ.
მისივე თქმით, მთავრობა იმის მაგივრად, რომ იყოს ერთგვარი არბიტრი არჩევნების პროცესში, ის არის სიტუაციის მაპროვოცირებელი. "საზოგადოებამ ნახა, რომ არა მარტო ეკონომიკის მართვა არ შეულია მთავრობას, არა მარტო საერთაშორისო პოლიტიკაში არაფერი გაეგება, არამედ ასევე არ შეუძლია არჩევნების ჩატარება. როდესაც კონკურენციაა, ვნახულობთ, თუ რა უსუსურად იქცევა ხელისუფლება. ამას მოწმობს წულუკიანის გუშინდელი განცხადებები, რომლითაც პირდაპირ გამოჩნდა, რომ ის არის არა არბიტრი, არამედ პირდაპირ მხარეა. როგორც კი კონკურენცია მატულობს პოლიტიკურ ძალებს შორის, იმატებს ტემპერატურა და მთავრობა არბიტრის ნაცვლად პირიქით, მაპროვოცირებელია", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, შეურაცხმყოფელია ამომრჩევლისთვის მმართველი პატრიის განცხადებები, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უკვე გამარჯვებულია. "როდესაც მმართველი პარტია ამბობს, რომ ის უკვე გამარჯვებულია, ეს უკვე ელემენტარულად შეურაცხოფაა ამომრჩევლის. ამომრჩეველი 15 ივნისს გააკეთებს არჩევანს და შესაბამისად ვიღაც იზეიმებს, ვიღაცა კი ნაკლებად, ეს განცხადებები არა სითამამეზე, არამედ მხოლოდ სითავხედეზე მეტყველებს", - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია