დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გარემოს დაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
ავტორი:
2014/თებერვალი/21 10:00:02
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მემორანდუმს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების ხელმძღვანელი რობერტ ცეინერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ხელმძღვანელი მარტინ ჰომოლა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი მოაწერენ ხელს.
სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია, საქართველოში ტყის რესურსების მართვის გაუმჯობესება, გარემოს დაცვის სამინისტროს, სატყეო პოლიტიკის სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება და სატყეო სექტორში რეფორმის განხორციელება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია