დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - შეუცდომლობაზე პრეტენზია არავის აქვს
ავტორი:
2014/ივნისი/12 22:00:02
შეუცდომლობაზე პრეტენზია არავის აქვს, როდესაც ამხელა მასშტაბური ღონისძიება - არჩევნები ტარდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პროკურატურის მიერ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტების კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ არჩევნების დღე მშვიდად ჩაივლის და ყველა მოქალაქეს ექნება მშვიდ ვითარებაში საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება. "ყველა წამოჭრილი საკითხი განხილული იყო, როგორც საარჩევნო კომისიებში, ასევე სასამართლოში. მთავარია, წამოჭრილი საკითხები და პრობლემები დროზე მოგვარდეს. შეუცდომლობაზე პრეტენზია არავის აქვს, როდესაც ამხელა მასშტაბის ღონისძიებაზეა საუბარი. მთავარია, ყველა საკითხს ჰქონდეს ადეკვატური პასუხი, ასევე იყო დღეს და ასე იქნება ხვალაც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პროკურატურამ საარჩევნო სუბიექტების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტი გამოიკვლია. უწყების ინფორმაციით, 80 შემთხვევიდან 76-ში საარჩევნო სუბიექტებმა გამოკითხვისას არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია სამართალდამცველების ან სხვა პირთა მხრიდან ზეწოლის შედეგად კანდიდატურის მოხსნის შესახებ და კანდიდატურის მოხსნის მიზეზად სხვადასხვა პირადი მოტივი დაასახელეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1113
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია