დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზაზა გაბუნია საირმის გორაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/მარტი/29 15:00:02
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, მოსახლეობის თხოვნით , საირმის გორაზე მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, მოსახლეობა მათ საცხოვრებელ ზონაში მერიის მიერ გაცემული ნებართვის თანახმად, მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2013 წელს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონთან და თბილისის საკრებულოს 2009 წლის განაშენიანების რეგულირების წესთან, რადგან გაცემული იქნა მშენებლობის ნებართვა ისეთ საცხოვრებელ ზონაში, სადაც ამის გაკეთება დაუშვებელი იყო.
"ჩვენ, ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" სხდომაზე მოვიწვევთ არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობას და მათგან მოვისმენთ განმარტებებს საკითხთან დაკავშირებით და ამავდროულად შევეცდებით გამოვნახოთ გზა, რომლითაც შესაძლებელი იქნება პრობლემის მოგვარება", -განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ასეთი ნებართვის გაცემის არავითარი განსაკუთრებული მიზეზი არ იყო და აღნიშნული უპირისპირდება საზოგადოებრივ ინტერესს, რის გამოც გადაწყვეტილების შეცვლა აუცილებელია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია