დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"იმედში" საკრებულოს წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
ავტორი:
2014/თებერვალი/15 10:30:07
ტელეკომპანია "იმედში", გადაცემა "რეაქციის" პირველი ბლოკის დასრულების შემდეგ საკრებულოს უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
აღნიშნულის ამსახველ ვიდეომასალას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ დეპუტატებს შორის დაპირისპირება ჯერ არხის ფოიეში დაიწყო, შემდეგ კი მან ტელეკომპანიის ეზოში გადაინაცვლა.
ვიდეომასალაში გარკვევით ისმის საკრებულოს დაპირისპირებული წევრების მიერ ერთმანეთის მისამართით გინება და სხვა სახის შეურაცხმყოფელი მიმართვები.
ამასთან, კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი არხის ოპერატორს გადაღებას უკრძალავს და ვიდეოკამერის გამორთვის მიზნით მუქარის შემცველი მოწოდებით მიმართავს.
საკრებულოს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის სიტუაციის დარეგულირებას არხის დაცვის სამსახური რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდა.
გადაცემა "რეაქციის" პირველი ბლოკი თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტს შეეხებოდა.PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1245
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია