დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს უახლოვდება
ავტორი:
2014/ივნისი/12 10:30:02
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვალშისაცემია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლონდონში , "თიბისი ბანკის" საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიულოცა "თიბისი ბანკს" ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზნებია: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ღია და სამართლიანი კონკურენცია ბაზარზე, საკუთრებისა და ინტელექტუალური საკუთრების შესაბამისი დაცვა, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სიტემის ხელმისაწვდომობა, ეფექტიანი ფინანსური სისტემები და სტაბილური, პროგნოზირებადი საკანონმდებლო გარემოს შექმნა.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში თვალშისაცემია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. ქვეყანაში ბიზნესისათვის ხელსაყრელი პოლიტიკა, მჭიდრო რეგიონალური სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს მდებარეობა ევროპისა და აზიის გასაყარზე კიდევ უფრო გაააქტიურებს ეკონომიკურ ზრდას და მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს", - აღნიშნა პრემიერმა.
მან ბიზნესის წარმომადგენლებს ქართული საინვესტიციო გარემო გააცნო და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენება შესთავაზა.
"ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, შეგვიძლია ვიყოთ ხელშემწყობები, მაგრამ ამ შესაძლებლობის გამოყენება სწორედ ბიზნესებზეა დამოკიდებული. ჩვენი სურვილია, ბიზნესმა ჩვენში დაინახოს სანდო პარტნიორი. ჩემი გუნდი მზად არის თქვენთან თანამშრომლობისათვის, რათა თქვენი შემოსვლა საქართველოში იყოს მაქსიმალურად მარტივი და წარმატების მომტანი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო უახლოვდება განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს, ვინაიდან სულ რამდენიმე კვირაში ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია