დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პროტესტის ნიშნად ეკონომიკის სამინისტროსთან გურამ ოდიშარიას ლექსები წაიკითხეს
ავტორი:
2014/ივნისი/11 19:00:02
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას ლექსები წაიკითხეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, გურამ ოდიშარიას ლექსების წაკითხვა თავისუფალი პროტესტის ფორმაა იმის მიმართ, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს სახელმწიფოს განვითარება კულტურის გარეშე.
"საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროში შექმნილია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, სადაც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები კულტურის შესახებ. ჩანს ტენდენცია, რომ სახელმწიფოს განვითარება კულტურის გარეშე აქვს გადაწყვეტილი. კულტურის სფეროს მიმართ ეკონომიკის სამინისტროს მცდარ დამოკიდებულებას ვაპროტესტებთ ლექსების კითხვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათივე თქმით, თავად ლექსების მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვთ. გურამ ოდიშარიას რამდენიმე ლექსი ხუთმა ადამიანმა წაიკითხა. "წავიკითხეთ გურამ ოდიშარიას ამჟამინდელი პოეზიის ნიმუშები იმის ნიშნად, რომ კულტურის მინისტრმა თავად უნდა დაიკაოს მყარი პოზიცია კულტურის სფეროს გასაძლიერებლად", - აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.
დღესვე ისინი კულტურის სამინისტროში გურამ ოდიშარიას შეხვდნენ. მათი თქმით, შეხვედრაზე დააყენეს ყველა ის პრობლემა, რაც არსებობს კულტურის სამინისტროს მიმართ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია