დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - როგორ შეიძლება სახელმწიფო და "კანონიერი ქურდები" ერთად ასამართლებდნენ ვინმეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/06 19:30:08
საქართველოს პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესების ირგვლივ შექმნილ ვითარებას პარადოქსულს უწოდებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა ყველაფერს აკეთებს, რომ "პროცესი გაიწელოს".
"ცოტა ხნის წინ შევხვდი ანი ნადარეიშვილს, რომელიც პროკურატურის ძალიან კარგი თანამშრომელია, ძალიან მებრძოლი და მაგარი გოგოა. მამამისიც არ იყო უბრალო კაცი, აფხაზეთში ბოლომდე იბრძოდა. ის პარადოქსული სიტუაცია, რომელიც შეიქმნა სასამართლოზე პროკურატურის მხრიდან, ყველა საზღვარს სცდება. ფაქტია, რომ მოულოდნელად ავად გახდნენ პროკურორები, იმიტომ, რომ პროცესი გაიწელოს. სრულიად მოსალოდნელი გამამართლებელი განაჩენი მეორე საქმეზე არ ცხადდება და ამაში ძირითადი წვლილი ისევ პროკურატურას მიუძღვის. ახლა კი რაღაც საქმეა, რომელიც ძირითადად კანონიერი ქურდების ჩვენებებს ეფუძნება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საზოგადოების ნაწილს, შესაძლოა პრეზიდენტი არ მოსწონდეს, ნაწილს – ბაჩო ახალაია, ნაწილს კი – საერთოდ არავინ, თუმცა აუცილებელია, გარკვეული წესები არსებობდეს.
"როგორ შეიძლება, სახელმწიფო და "კანონიერი ქურდები" ერთად ასამართლებდნენ ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი. ასეთი რამ არსად გამიგია. მაფია სპეციალურად დავძლიეთ და საქართველოში "კანონიერი ქურდები" ვეღარ ჯეჯილობდნენ. ახლა ისინი ვიღაცას ასამართლებენ. ამიტომ ვფიქრობ, ყველამ უნდა მოუხმოს საღ აზრს, სამართალმა უნდა იზეიმოს და სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა იყოს გამოტანილი. ფაქტია, რომ ძალიან უცნაური რაღაცეები ხდება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია