დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილმა "თიბისი ბანკს" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა მიულოცა
ავტორი:
2014/ივნისი/11 12:00:02
"თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. აღნიშნულს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და "თიბისი ბანკს" წარმატება მიულოცა. მისი განცხადებით, ,,თიბისი ბანკმა" გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს წარმოსაჩენად.
"ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით ბანკმა გლობალური მნიშვნელობის ტრანზაქცია განახორციელა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია აქციების წარმატებული პირველი განთავსება და დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, სკანდინავიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ასამდე აღიარებული ინსტიტუციონალური ინვესტორის მონაწილეობა. შედეგად, ,,თიბისი ბანკი" შეუერთდა მსოფლიოს წამყვანი საჯარო კომპანიების რიცხვს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ტრანზაქციის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინვესტორებს ეჭვი არ ეპარებათ საქართველოს სტაბილურობასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის პოტენციალში.
"ასევე ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ ქვეყნის პრესტიჟი დღითიდღე იზრდება და საქართველო იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს", – აღნიშნა პრემიერმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია