დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბალტიის ასამბლეის 33-ე და ბალტიის საბჭოს 20-ე სესიას დაესწრება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/22 18:30:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე, 23-24 ოქტომბერს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ბალტიის ასამბლეის რიგით 33-ე და ბალტიის საბჭოს რიგით 20-ე სესიას დაესწრებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სესიას სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი, სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის წევრები უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან, სკანდინავიის საბჭოს, ბენილუქსის პარლამენტის, ვიშეგრადის ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლები და ბალტიის ქვეყნებში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამდებობის პირებიც დაესწრებიან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1299
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია