დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
ავტორი:
2014/ივნისი/10 21:00:02
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში იტალიის ელჩთან ფედერიკო ფავისთან შეხვედრა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ელჩს მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული აფხაზეთისა და იტალიის ქალაქებს შორის ე.წ. "შეთანხმების' გაფორმების საკითხზე. ელჩმა დაადასტურა იტალიის ურყევი პოზიცია საქრთველოს სუვერენიტეტისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისადმი და დასძინა, რომ ე.წ. "შეთანხმებების' გაფორმება წარმოადგენს იტალიის კანონმდებლობის დარღვევას და, შესაბამისად, იტალიის მთავრობა მას ბათილად მიიჩნევს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია