დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით დარჩიაშვილი - იმამყულიევთან დაკავშირებით სასამართლოს მხრიდან სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო
ავტორი:
2014/ივნისი/10 15:30:03
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, მარნეულში მათი კანდიდატურის ახმედ იმამყულიევთან დაკავშირებით სასამართლოს მხრიდან სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო.
"მე სასამართლოს სხდომას გუშინ დავესწარი, ეს იყო საცოდაობა, რომელსაც ძალიან კარგად ხედავდა და ხვდებოდა მოსამართლე, იყო საცოდაოება მოპასუხე მხარის მხრიდან, რომელთაგან ზოგიერთი მათგანი სიტყვას ვერ ამბობდა, ხოლო ზოგი მოსამართლის კითხვაზე, რომელიც რუსთავსა და ფოთში "ქართული ოცნების" კანდიდატებს ეხებოდა, რომელსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდა რომ ორი წლის განმავლობაში რაღაც პერიოდი გასული იყვნენ საქართველოდან, პასუხი ან არ ჰქონდათ, ანდა ჩუმად იყვნენ, ან ამბობდნენ, რომ კანდიდატს საბუთი უნდა წარედგინათ, თუ სად იყო. ამ ვითარებაში მოსამართლეზე რა ტიპის ზეწოლა შეიძლება განხორციელებულიყო, რომ მას სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ძალიან დიდი უსამართლობა ხდებოდა, როგორც ჩანს, "ქართული ოცნებისა" და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ზეწოლის შედეგად", - განუცხადა "ინტერპრეესნიუსს" დავით დარჩიაშვილმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი და მარნეულის გამგებლობის კანდიდატს რეგისტრაცია აღუდგა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1263
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია