დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უჩა ნანუაშვილი - 2013 წელმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ნაკლებად დრამატულად ჩაიარა
ავტორი:
2013/დეკემბერი/10 12:00:02
საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის შეფასებით, 2013 წელმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, წინა წელთან შედარებით, ნაკლებად დრამატულად ჩაიარა.
სახალხო დამცველმა საზოგადოების წინაშე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" წარმოადგინა.
"2013 წელი ნაკლები დრამატულობით გამოირჩეოდა 2012 წლის მღელვარე მოვლენების შემდეგ. მართალია, მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოება ორი ძირითადი პოლიტიკური ძალის მტკივნეული პოლიტიკური თანაარსებობის მომსწრე იყო, მაგრამ დაძაბულობას ზოგად მდგომარეობაზე ფუნდამენტური გავლენა არ მოუხდენია", - განაცხადა ანგარიშის პრეზენტაციაზე უჩა ნანუაშვილმა.
მისივე განმარტებით, წლის განმავლობაში გამოიკვეთა, როგორც დადებითი ტენდენციები, ისე - პრობლემები.
"დადებით ტენდენციებს შორის ერთ-ერთი პირველი არის ის, რომ ამ წელს პირველად პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის ანგარიშში არსებული რეკომედაციები და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა, ანუ პრაქტიკა, როცა პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს ცნობად იღებდა, წარსულს ჩაბარდა. დადებით ტენდენციად შეიძლება აღინიშნოს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციაც, რაც მიმდინარე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს. ასევე სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმები - ხელისუფლების მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი ამნისტიისა და სიხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციიის შედეგად შემცირდა სასჯელაღსრულების სისტემაში მოთავსებულ პირთა რაოდენობა, რითაც აღმოიფხვრა ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა და გაუმჯობესდა პატიმართა მდგომარეობა. 2013 წლის განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში არ დაფიქისრებულა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტები. ამავე დროს მნიშვნელოვნად შემცირდა სისტემაში პატიმართა გარდაცვალების მაჩვენებელი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ამასთან, სახალხო დამცველის განმარტებით, დადებით ტენდენციად შეიძლება შეფასდეს ის, რომ 2013 წელს მკვეთრად შეიცვალა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ტენდენცია. "გარდა ამისა, დადებითი მოვლენაა, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვა ხდება. 2013 წელს შს სამინისტროს მხრიდან პირადად მოხდა მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალის აღიარება, შეიქმნა ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია და წლის განმავლობაში განადგურდა 110-ზე მეტი ფაილი", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი დადებითად აფასებს შრომის კოდექსში ცვლილებებსაც. მისი შეფასებით, ამით ამაღლდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები და საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია