დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობა" ცაგერის ინციდენტში მონაწილე პირთა გვარებს აქვეყნებს
ავტორი:
2014/ივნისი/09 18:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცაგერში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირთა სახელებსა და გვარებს აქვეყნებს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, დაახლოებით 16:00 ცაგერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს გიგა ბოკერიას და გიგი უგულავას მოსახლეობასთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" წევრები დახვდნენ და წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლა სცადეს.
საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, მათ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს.
"ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ თავდასხმაში მონაწილეობდნენ სახელისუფლებო პარტიის ადგილობრივი ლიდერები და საკრებულოს წევრობის კანდიდატები: ლაშა კვირკველიშვილი, გოგიტა ახვლედიანი, რამაზ მირცხულავა, მირიან ხეცურიანი, თენგიზ ახვლედიანი, ნოდარ ახვლედიანი და მამუკა ჩიქოვანი", - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს აღვირახსნილი ზეწოლის კამპანია პოლიტიკურ ოპონენტებზე და ჩაებას თანაბარ პოლიტიკურ კონკურენციაში.
"მთავრობა, რომელსაც არ გააჩნია შესათავაზებელი საქმეები, ცდილობს ოპონენტებს ხელი შეუშალოს კამპანიაში. ამ და ძალადობის სხვა ფაქტების გამოძიება იქნება მორიგი ტესტი მთავრობისთვის. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება", - აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია