დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნინო ბურჯანაძე - ნებისმიერ სახელმწიფოში ოჯახის სიძლიერე და სიწმინდე ითვლება სახელმწიფოს სიძლიერის საწინდრად
ავტორი:
2014/მაისი/17 22:00:02
"ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად დღეს სამების ტაძარში პატრიარქის მიერ გამართულ პარაკლისს დაესწრო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ნინო ბურჯანაძემ სამების ტაძრის ეზოში ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"მისმა უწმინდესობამ გამოაცხადა დღევანდელი დღე ქართული ოჯახისა და მშობლებისადმი პატივისცემის დღედ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან საქართველო ყოველთვის იდგა ოჯახზე, ყოველთვის იდგა ოჯახურ სიწმინდეებზე, ყოველთვის იდგა მშობლებისა და შვილების ურთიერთპატივისცემაზე, მეუღლეების ურთიერთპატივისცემაზე. ეს არის ის ფასეულობა, რომელიც აძლიერებს ნებისმიერ სახელმწიფოს, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში ოჯახის სიძლიერე და სიწმინდე ითვლება სახელმწიფოს სიძლიერის საწინდრად. ამიტომ მე და ჩემ მეგობრებს ნამდვილად გვინდა, რომ საქართველომ იმოძრაოს რა თქმა უნდა, პროგრესის გზით, მაგრამ დაფუძნებულმა იმ ფასეულობებზე, იმ ტრადიციებზე, რომელმაც ჩვენ აქამდე მოგვიყვანა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ოჯახი იყოს ძლიერი, თითოეული ოჯახი ცხოვრობდეს კეთილდღეობაში, მშვიდობაში, ეს იქნება არამხოლოდ ოჯახების, არამედ მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერის გარანტი", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია