დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუკავა - საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკული განწყობა ხელისუფლების მიმართ მასშტაბურია
ავტორი:
2014/ივნისი/09 14:00:02
ჭადრაკის სასახლეში "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის შტაბების დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერებმა კიდევ ერთხელ წარადგინეს მაჟორიტარი დეპუტატებისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები.
შეხვედრას დაესწრო "არასაპარლამენტო ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა.
როგორც კახა კუკავამ განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებში "არასაპარლამენტო ოპოზიცია" გაიმარჯვებს.
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ემზადება 15 ივნისის არჩევნებისთვის. ვნახეთ, რომ ხალხის რაოდენობა იმაზე უფრო მეტია, ვიდრე დარბაზი იტევს. ეს არის ჩვენი ერთადერთი რესურსი, რადგან ხელისუფლებამ დაგვტოვა სარეკლამო დროისა და ბილბორდების გარეშე. ხელისუფლებას ყავს თავისი ფავორიტები, რომლებსაც ცდილობს, რომ ყველანაირად ხელი შეუწყოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მაღალ შედეგს ამ არჩევნებში აჩვენებს სწორედ არასაპარლამენტო ოპოზიცია, რადგან ჩვენ მიჩვეული ვართ უთანასწორო ბრძოლას. ასეთი ბრძოლა იყო ნაძალადევში, სადაც ვაჩვენეთ მეორე შედეგი და ვგეგმავთ ამ შედეგის გაუმჯობესებას", - განაცხადა კახა კუკავამ.
მანვე კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გუშინდელ განცხადებაზე. კუკავას თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საერთაშორისო რეაქცია გამოეწვია და ეს რეაქცია იქნება ჯაჭვური.
"მე ამის შესახებ ვაფრთხილებდი ბატონ ღარიბაშვილს. ეს არჩევნები დაბადებს ბევრ კითხვებს მის დემოკრატიულობასთან და ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით და ცენტრალურ ხელისუფლებას დიდ პრობლემას შეუქმნის არჩევნების შემდგომ. ამერიკის საელჩოს განცხადება არის აისბერგის წვერი. საერთაშორისო საზოგადოების უკმაყოფილება და კრიტიკული განწყობა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ უფრო ფართოა და უფრო მასშტაბურია", - განაცხადა კუკავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია