დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რომან გოცირიძე - მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება თვეში 20 000 ლარზე მეტია, რაც სამჯერ აღემატება პრეზიდენტის ხელფასს
ავტორი:
2018/მაისი/17 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/493646-roman-gociridze-maregulirebeli-komisiis-khelmdzghvaneli-pirebis-anazghaureba-thveshi-20-000-larze-metia-rac-samjer-aghemateba-prezidentis-khelfass.html", "headline": "რომან გოცირიძე - მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების ანაზღაურება თვეში 20 000 ლარზე მეტია, ...", "datePublished": "2018-05-17 10:58:10", "dateModified": "2018-05-17 10:58:10", "description": "საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ეროვნული მარეგულირე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/gociridze_f07f4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე “ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცნობეს.

“კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესება. კერძოდ, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ საქართველოს კანონს ემატება 141 მუხლი შემდეგი რედაქციით: მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას. კანონპროექტის მიღების მიზანია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი ანაზღაურების რეგულირება. კერძოდ, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება 246 272 ლარია, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია და სამჯერ აღემატება საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 484
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია