დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ღვინის მე-6 საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული კომპანიები დააჯილდოვეს 
ავტორი:
2014/ივნისი/08 18:30:05
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-7 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით, ღვინის მე-6 საერთაშორისო კონკურსი (6-th International Wine Award) გაიმართა. 7 ივნისს, კონკურსის კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები, მაგისტრები და ღვინის სპეციალისტები - ლუბოს ბარტა (ჟიურის თავმჯდომარე - ჩეხეთის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი), იან ჟუბანი (ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) გენერალური მდივანი), ჯამალ რაისი (ღვინის კრიტიკოსი - აშშ), ლიზა გრანიკი (ღვინის ექსპერტი), ნატალი ზალკოვსკი (ღვინის მაგისტრი - საფრანგეთი), გეორგ ბინდერი (ღვინის მაგისტრი, პროფესორი - გერმანია), გიორგი დაქიშვილი (ღვინის ექსპერტი - საქართველო) და ლევან მეხუზლა (ღვინის ექსპერტი - საქართველო) 100-მდე საკონკურსო ნიმუშიდან სხვადასხვა კატეგორიებში 28 გამარჯვებული ღვინო გამოავლინა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1344
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია