დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
5 მლნ დოლარის მიზნობრიობაზე კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან მომავალი კვირიდან დაიწყება
ავტორი:
2014/ივნისი/08 17:30:02
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აშშ-ს მხრიდან საქართველოს დახმარების მიზნით 5 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიციატივას მიესალმება, - ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს დღეს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ახალ ინიციატივას, რომელიც გაჟღერდა საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ. მოლაპარაკებების პროცესს, კონკრეტულად რაში შეიძლება დაიხარჯოს ეს თანხა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით, დავიწყებთ მომავალ კვირას ამერიკულ მხარესთან და კონკრეტული გადაწყვეტილებები გამოცხადდება მას შემდეგ, რაც უკვე კონგრესი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საქართველოსთვის დამატებით 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას დაჰპირდა. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"აშშ-ი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძლიერი მხარდმჭერია, ასევე, მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გააძლიეროს უსაფრთხოება და წინააღმდეგობა გაუწიოს გარე ზეწოლას. ამ მიზნების მხარდასაჭერად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან 7 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა დამატებით 5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების შესახებ. აღნიშნული თანხით დახმარება გაეწევა ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ბორდერიზაციით დაზარალდნენ, ასევე, დახმარება მოხმარდება რეგიონში დამოუკიდებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს დაეხმარება საქართველოს მთავრობას, გაატაროს რეფორმები სამართლებრივი ინსტიტუტების გასაძლიერებლად", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, დახმარების ნაწილი ასევე მოხმარდება ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელების მონიტორინგს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დახმარებას წინ ჯონ კერის მიერ გამოცხადებული 1,5-მილიონიანი დახმარება უძღოდა, რომლის შესახებაც მან საქართველოს-ამერიკის სტატეგიული პარტნიორიობის შეხვედრაზე 26 თებერვალს განაცხადა.
"საერთო ჯამში აშშ-ს მიმდინარე წელს საქართველოსთვის გაწეული აქვს 65-მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება", - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 922
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია