დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში
ავტორი:
2017/დეკემბერი/15 16:30:04
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kaladzesakrebulosi4-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468796-kakha-kaladze-chven-revoluciur-gardasakhvebs-shevitanth-qalaqis-ganvitharebashi.html", "headline": "კახა კალაძე - ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში", "datePublished": "2017-12-15 12:31:44", "dateModified": "2017-12-15 12:31:44", "description": "ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, არამედ თბილისელების სურვილებზეა მორგებული....", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kaladzesakrebulosi4-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეს არის ბიუჯეტი, რომელიც არა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, არამედ თბილისელების სურვილებზეა მორგებული. ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ.

კალაძემ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას ჩამოთვალა დედაქალაქში არსებული პრობლემები და აღნიშნა, რომ მას სრულად აქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა იყოს დედაქალაქის მერი.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ის აპირებს „რევოლუციური გარდასახვები“ შეიტანოს ქალაქის განვითარებაში.

„ეკოლოგიური მდგომარეობა, საცობი, პარკინგი, ცხოველთა დაცვის კუთხით არსებული პრობლემები, უსახური შენობები და ქალაქში არსებული სხვა პრობლემების ფონზე მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, ვიყო თბილისის მერი. ჩვენ რევოლუციურ გარდასახვებს შევიტანთ ქალაქის განვითარებაში. ბიუჯეტი, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, არის არა ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ინტერესებზე, არამედ თბილისელების სურვილზე მორგებული. ვისაც თბილისისთვის სიკეთე სურს, ამ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს ქალაქს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - განაცხადა კახა კალაძემ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია