დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრებს მართავს
ავტორი:
2014/ივნისი/07 18:00:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელით "სოფია კიევსკაიას" სასახლეში გამართულ მიღებას დაესწრო.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრისას, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
"სოფია კიევსკაიას" სასახლეში გამართულ მიღებაზე საქართველოს პირველი პირი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოწვეულ უცხოელ ლიდერებსაც შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან გამართა და მასთან რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯოზეფ ბაიდენთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან საუბარი საქართველოს დაცულობისა და უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის შემდგომი განვითარების გზებს შეეხო.
გიორგი მარგველაშვილი მოლდოვის პრეზიდენტს ნიკოლაი ტიმოფტისაც შეხვდა. საუბრისას მხარეებმა ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებული წესით ხელმოწერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 976
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია