დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიმიტრი ქუმსიშვილი - რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა
ავტორი:
2017/დეკემბერი/11 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/qumsishvili_b42f6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468024-dimitri-qumsishvili-reinvestirebis-machvenebeli-praqtikulad-gaormagda.html", "headline": "დიმიტრი ქუმსიშვილი - რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა", "datePublished": "2017-12-11 13:21:32", "dateModified": "2017-12-11 13:21:32", "description": "რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/qumsishvili_b42f6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეინვესტირების მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდა, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო წლებში საქართველოში რეინვესტირების მონაცემი საშუალოდ 200 მლნ-დან 300 მლნ დოლარამდე მერყეობდა. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდაზე გავლენა იქონია საქართველოში ბიზნესმეგობრული ფისკალური რეფორმის გატარებამ, კერძოდ, მოგების გადასახადის რეფორმამ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, რომელმაც მიმდინარე ეკონომიკური პარამეტრები შეაჯამა, რეინვესტირების გაზრდილ მაჩვენებელზეც გაამახვილა ყურადღება.

მისი განცხადებით, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კერძო სექტორიდან ბიზნესში 318 მლნ აშშ დოლარი იყო რეინვესტირებული, მიმდინარე წელს კი - 591 მლნ აშშ დოლარი, რაც, პრაქტიკულად გაორმაგებას ნიშნავს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ბრუნვასა და გამოშვებაზე და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს 9 თვეში კერძო სექტორში ბრუნვა გაზრდილია 19 პროცენტით, გამოშვება კი - 23 პროცენტით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალი კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელზე და ეს მაჩვენებელი დადებითად შეაფასა.
მისი თქმით, 2017 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 48,5-პროცენტიანი მატება დაფიქსირდა და ჯამში 5 468 კომპანია დარეგისტრირდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია