დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ კინწურაშვილი - პრემიერი დაინტერესებას მხოლოდ მარნეულის ფაქტზე იჩენს და არ ინტერესდება ძალადობის სხვა ფაქტებით
ავტორი:
2014/ივნისი/06 15:30:03
"მედიის განვითარების ფონდის" გამგეობის თავმჯდომარის, თამარ კინწურაშვილის განცხადებით, მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია უშუალოდ ადმინისტრაციული შენობაში მომხდარ ინციდენტზე, მაგრამ არა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ზეწოლის ფაქტზე.
მისივე თქმით, უწყებათშორისი კომიის სხდომაზე საუბარი იყო იმ ინფორმაციაზე, რომელზეც დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა დავით უსუფაშვილთან დაკავშირებით ისაუბრა, მაგრამ როგორც კინწურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება არც ამ მიმართულებით არის დაწყებული.
"პრემიერი დაინტერესებას იჩენს მხოლოდ ერთი, მარნეულის ფაქტით და არ ინტერესდება ძალადობის იმ ფაქტებით, რომელსაც საქართველოს სხვა რეგიონებში ჰქონდა ადგილი. ეს მის პოლიტიკურ დაინტერსებაზე მიანიშნებს.
როგორც უწყებათაშორისო კომისიის სხდომაზე გაირკვა, დაწყებულია გამოძიება მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა თავი შეიკავონ კომისიის წევრებზე ზეწოლისაგან, რადგან როგორი მცდარიც არ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება, არსებობს გასაჩივრების მექანიზმები. თუმცა, მეორე მხრივ, როგორც გაირკვა, არ დაწყებულა გამოძიება იმ ზეწოლასთან დაკავშირებით, რასაც უშუალოდ კანდიდატთან დაკავშირებით ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება ხათუნა გოგორიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ეს საკითხი იყო განხილული და გაირკვა, რომ ამ მიმართულებით გამოძიება არ მიმდინარეობს. როგორც ვხდები ამ შემთხვევაში იყო გზავნილის გამცემი და კანდიდატურის მოხსნის ინიციატივა უშუალოდ მისგან არ მოდიოდა, თუმცა ნებისმიერ შემთხევაში ჩანს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, კანდიდატურა არჩევნებიდან მოიხსნას", - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ კინწურაშვილმა, რომელმაც უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ცოტა ხნის წინ დატოვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია