დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ეკა ბესელია - წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაული კიდევ ერთხელ დამტკიცდა
ავტორი:
2014/ივნისი/05 18:30:02
პაატა ქარდავას მკვლელობის საქმის გახსნით კიდევ ერთხელ დამტკიცდა წინა ხელისუფლების სისტემური დანაშაული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი შეფასებით, ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული გაიხსნა და ეს ააშკარავებს იმ სისტემურ დანაშაულს, რაც წინა ხელისუფლების დროს სამეგრელოში ბოლო წლებში ხდებოდა.
"ქარდავას საქმეში, რომელიც წლების განმავლობაში ბურუსით იყო მოცული, ძალიან მაღალი თანამდებობის პირების და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების ბრალეულობა იკვეთება. საუბარია კონკეტულ დანაშაულებრივ ფაქტზე, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე, განზრახ მკვლელობაზე და შემდეგ მისი გვამის დამალვასა და გადაგდებაზე ზღვაში. რა რეგალიაც არ უნდა გქონდეს და რა დახასიათებაც არ უნდა მოაყოლოს ,,ნაციონალურმა მოძრაობამ", ამას გამართლება არ აქვს და კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ რა მეთოდებით ებრძოდა საქართველოს წინა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს. ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!", -აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმე დღეს გახსნილად გამოაცხადა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია