დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატების შესაძლებლობა ეძლევა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/14 10:00:01
ადგილობრივ თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატებისა და საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობა ეძლევა. ამ შესაძლებლობას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები იძლევა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
იცვლება პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის წესი, რაც თვითმმართველობის კოდექსის მიღების პროცესში ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო.
ახალი თვითმმართველობის კოდექსით, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა რაოდენობის ერთგვარი ლიმიტირება განხორციელდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალური საბაზისო საშტატო რაოდენობა 30 ერთეულით და პლუს, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურით განისაზღვრა.
ცვლილებები კოდექსის ამ ნაწილში შედის. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროექტის ავტორმა და ინიციატორმა გია ჟორჟოლიანმა განუმარტა, ინიციატივა გულისხმობს შტატების გაზრდის შესაძლებლობას შემდეგნაირად: - რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არის მუნიციპალიტეტში, საშტატო რიცხოვნობას იმდენი საშტატო ერთეული შეიძლება დაემატოს – თუ 15-ია, მაშინ 15 კაცი, თუ 20-ია - 20 კაცი და ასე შემდეგ.
"თვითმმართველობის რეფორმა კომპლექსური და გრძელვადიანი განვითარების პერპექტივის მქონე რეფორმაა და გარკვეული კორექტივები საჭიროა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს თანდათანობით მეტ ავტონომიას მივანიჭებთ, მათ შორის თანამშრომლების რაოდენობის განსაზღვრაში. წარმოდგენილი ცვლილებებით მათ ეზრდებათ შესაძლებლობა, მეტი თავისუფლება ჰქონდეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ჟორჟოლიანმა.
პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის წესი შემდეგი ფორმულით ყალიბდება: - "გამგეობის, მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეული. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩევლეთა რაოდენობა 45 000 კაცზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისთვის დაგეგნილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000 კაცზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია