დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - სააკაშვილის გასამართლებას აქტიურად მოითხოვენ პუტინი-მედვედევი, ივანიშვილი და ჩახალიანი
ავტორი:
2013/ოქტომბერი/25 19:30:03
სააკაშვილის გასამართლებას აქტიურად მოითხოვს სამი სუბიექტი – პუტინი-მედვედევი, ივანიშვილი და ჩახალიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, 9 წლის წინ ახალქალაქში საქართველოს დროშაც კი ვერ ფრიალებდა. "ჩვენ ავაშენეთ ქართული სკოლა, შემოვიყვანეთ ქართულის მასწავლებლები, ბავშვები აქ საუბრობენ ქართულად და გაჩნდა ქართული შეგნება. გაჩნდა დიდი პროექტები – გავაკეთეთ რკინიგზა, გაზი, გზა მოვიყვანეთ და ახალქალაქი დაბრუნდა რეალურად საქართველოს იურისდიქციაში. დღეს ბანდიტი ჩახალიანი მოგვივარდა და მისი სეპარატისტული რიტორიკა რატომღაც ერთი ერთზე ემთხვევა საქართველოს მთავრობის რიტორიკას. ის ამბობს, რომ თურმე 9 წელი ქვეყანას ვანგრევდით. თურმე მილიარდები რომ ჩავყარეთ ამ რეგიონში, ნგრევა იყო და ამიტომ უნდა გავასამართლოთ სააკაშვილი. სააკაშვილის გასამართლებას აქტიურად მოითხოვს სამი სუბიექტი – პუტინი-მედვედევი, ივანიშვილი და ჩახალიანი. ეს არაფერზე გვაფიქრებს?!", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, სეპარატისტები დღეს უკვე ერთი მუჭა დარჩნენ. პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს ეს "ძალიან საშიში თამაშები".
"ყველაფერი უკან დაგვიბრუნდება და ყველაფერი წყალში გადაგვეყრება, რაც ამდენ ხანს ვაშენეთ. არ ღირს პირადი ბოღმა, ღვარძლი ან თუნდაც უცხოური დავალება იმად, რომ ასეთი ხალხი გააჯეჯილო ან შკრილნიკოვის, ჩახალიანის და ამისთანების ციხიდან გამოშვებით დავაზიანოთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება. ამ საკითხებთან თამაშები არ შეიძლება. ეს არის ჩემი ბოლო გაფრთხილება, ბოლო რჩევა, რასაც საპრეზიდენტო ვადაში ვუტოვებ ამ მთავრობას. ნუ დაგვაბრუნებთ არა მხოლოდ უბრალოდ შევარდნაძის ეპოქაში, არამედ ნუ წაგვიყვანთ სრული ქაოსისკენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია