დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" - ხელისუფლება ოპოზიციას აქციებს უწყობს
ავტორი:
2014/ივნისი/05 14:30:02
"ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" გურჯაანის გამგებლობის კანდიდატის, ვალერი შოშიაშვილის განცხადებით, პარტიის გურჯაანის ოფისთან გამართული აქცია ხელისუფლების მხრიდან იყო დაგეგმილი.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ვალერი შოშიაშვილმა აღნიშნა, პარტიის ოფისთან შეკრებილი ხალხი პარტიის წევრები არ ყოფილან.
მისივე თქმით, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ცუდათ პროვოცირებული და ცუდად დაგეგმილი აქცია.
"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან პარტიის წევრები. ეს იყო უბრალოდ ცუდად პროვოცირებული და ცუდად დაგეგმილი აქცია. ჩემთვის ძალიან რთულად გასაგები იყო, ის რომ თურმე ოპოზიცია უსმენს ხელისუფლებას, მაგრამ ჩემთვის სიახლე არის, რომ ხელისუფლება ოპოზიციას უწყობს აქციებს", - აღნიშნა შოშიაშვილმა.
რაც შეეხება აქციის მონაწილეთა განცხადებას, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიის სასარგებლოდ კორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ, თუმცა მათ დღემდე კუთვნილი ხელფასები არ მიუღიათ, ვალერი შოშიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად ტყუილია.
"ჩვენ არ გვყოლია არც ერთი დაქირავებული თანამშრომელი, ვისთვისაც ხელფასი გვაქვს გადახდილი. ასევე თქვენ კარგად იცით, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ამ აქციამდე საკმაოდ დიდი დროა გასული. მათ შეეძლოთ ელემენტარულად ჩემთვის ეჩივლათ და მიემართათ სასამართლოსთვის, მაგრამ მათ მსგავს პრობლემაზე არასდროს უსაუბრიათ და მსგავსი განცხადება წინა თვეების განმავლობაში არ გაუკეთებიათ. თუმცა გუშინ აღმოჩნდა, რომ თურმე მათ რაღაც თანხები აქვთ ასაღები ", - განაცხადა შოშიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1061
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია