დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე - არჩევნების არსს აკნინებს, რომ საკრებულოს არჩეული პირისთვის უნდობლობის გამოცხადება შეუძლია
ავტორი:
2014/იანვარი/23 16:00:04
პირდაპირი არჩევნების არსს აკნინებს ის, რომ წარმომადგენლობით ორგანოს ექნება არჩეული პირისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა, რითაც შესაბამისი ინიციატივას გამოეხმაურა.
მისივე განმარტებით, ასეთი მექანიზმის ამოქმედება დემოკრატიას პრობლემებს შეუქმნის.
"თვითმმართველობის შესახებ კოდექსის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლუსია ის, რომ პირდაპირი არჩევნებით აირჩევა გამგებლები და ამ პირდაპირი არჩევნების არსს აკნინებს ის, რომ წარმომადგენლობით ორგანოს ექნება უნდობლობის გამოცხადების უფლება, ანუ უფლება, რომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გადააყენოს თანამდებობიდან პირდაპირი გზით არჩეული პირი. რა თქმა უნდა, ეს პრობლემას შეუქმნის დემოკრატიას, რადგან თუ არჩეული პირი ჩაიდენს დანაშაულს, მოქმედ კანონმდებლობაში ისედაც არსებობს მისი თანამდებობიდან გადაყენების მექანიზმი და დამატებითი მექანიზმის შემოღება უნდა იყოს შეზღუდული", - განუცხადა კოჟორიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტთან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, კოჟორიძის თქმით, ისაუბრა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხებზე, სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე, მართლმსაჯულების ხარვეზხების დამდგენი მექანიზმის შექმნის აუცილებლობასა და მოწმის დაკითხვის წესის გადადებასთან დაკავშირებულ საკითხზე.
"საუბარი შეეხო საარჩევნო თემატიკასაც, თუმცა ითქვა ის, რომ არჩევნებამდე სისტემური რეფორმების მოსწრება ძალიან რთულია. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს საინტერესო შეხვედრისთვის. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ტიპის შეხვედრებს მისცემს რეგულარულ ხასიათს",- განმარტა საია-ს თავმჯდომარემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტს თვითმმართველობის კოდექსის პროექტიდან უნდობლობის მექანიზმის ამოღებისკენ მოუწოდებენ.
მერებისა და გამგებლების არჩევის წესისა და მათთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია