დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ქვემო ქართლს ესტუმრება
ავტორი:
2014/ივნისი/05 09:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, ქვემო ქართლის რეგიონს ესტუმრება.
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში მთავრობის მეთაური თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობას დაათვალიერებს, ასევე შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში შექმნილ საწარმოებს ეწვევა.
ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი ინვესტიციის შედეგად აშენებულ ელექტრო ნაკეთობების კომპანიაში სტუმრობასაც გეგმავს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1067
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია