დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
ავტორი:
2013/ნოემბერი/11 20:00:03
ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, ლამბერტო ზანიერის თქმით, ეუთო მზადაა განაგრძოს გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან.
"თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. განსაკუთრებით სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, კონსტრუქციულ გარემოში, რაც ძალიან კარგი სიახლეა საქართველში დემოკრატიის კონსოლიდაციისა და სტაბულურობისთვის. გაცნობებთ, რომ ეუთო მზადაა განაგრძოს გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის დასაწყისში ვგეგმავ საქართველოში ვიზიტს და იმედი მაქვს თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობაც მომეცემა, რათა განვიხილოთ ეუთო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, საქართველოში ეუთო-ს წარმომადგენლობის განახლების შესაძლებლობებიც", - ნათქვამია ეუთოს გენერალური მდივნის, ლამბერტო ზანიერის მილოცვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1234
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია