დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/09 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/kaladze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462112-thbilisis-meria-sithi-parkis-tsinaaghmdeg-samarthlebriv-davas-sasamarthloshi-apirebs.html", "headline": "თბილისის მერია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს ", "datePublished": "2017-11-09 16:32:08", "dateModified": "2017-11-09 16:32:08", "description": "თბილისი<span style="font-size: 12.16px;">ს</span> მერია კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/kaladze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერია კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა „სითი პარკი“. ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ თბილისის მერიამ „სითი პარკის“ წინააღმდეგ სასამართოს მიმართოს, კალაძემ განაცხადა: „რა თქმა უნდა, სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ“.

კალაძის განმარტებით, „სითი პარკის“ საქმიანობის კანონიერების დასაზუსტებლად პროცესში იურისტები ჩაერთვებიან. „ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. თუნდაც, სტატისტიკა, რომ ვნახოთ, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა - ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს?! ამიტომ ჩვენ მივუდგებით სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ იურისტები ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 638
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია