დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირმა ნადირაშვილი – შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ ხუთ თვეში 76 740 ლარი მიიღო
ავტორი:
2014/ივნისი/04 16:30:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ითხოვს პასუხს კითხაზე, რა დამსახურებისათვის დაენიშნა შს მინისტრის პოსტზე ყოფნისას მის მოადგილეს ალექსანდრე ტაბატაძეს ყველაზე მაღალი ხელფასი და პრემია.
ამ თემაზე დღეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.
"წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოგვაწოდეს - ხუთ თვეში ალექსანდრე ტაბატაძეზე გაცემულია 76 740 ლარი. ეს არის ხელფასი და პრემიაც. არის თვეები, როცა მას ხელფასის გარდა აღებული აქვს 22 ათასს ლარიანი პრემია, 9-ათას ლარიანი პრემია. ეს ეხება პერიოდს, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ველოდებით პასუხს პრემიერ-მინისტრისგან, რა დამსახურებისათვის მიიღო ალექსანდრე ტაბატაძემ ასეთი მაღალი ხელფასები და პრემიები. ალბათ, კრიმინალის შემცირებისთვის ამას ვერ გააკეთებდნენ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1147
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია