დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დეპუტატები რიგგარეშე სხდომების ფორმატში დეკემბერში და იანვარშიც იმუშავებენ
ავტორი:
2013/დეკემბერი/14 12:30:02
პარლამენტის საშემოდგომო სესია მომავალ კვირას დაიხურება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე სამშაბათს იხურება. შესაბამისად, პარლამენტის საშემოდგომო სესია მომავალ კვირას სწორედ, ბიუროს სხდომით დაიხურება. თუმცა, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სესიები რიგგარეშე სხდომის ფორმატში დეკემბრის ბოლომდე გააგრძელოს.
პარლამენტში სხდომები დეკემბრის ბოლო კვირას, 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე რიგგარეშე ფორმატით გააგრძელებს მუშაობას და სესიები რიგგარეშე ფორმატში გაიმართება, სადაც დეპუტატები დარჩენილ საკითხებს განიხილავენ. გარდა ამისა, უმრავლესობაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ იანვრის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, 15 იანვრიდან პარლამენტში გაიმართოს რიგგარეშე სხდომები. რეგლმენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია პარლამენტში თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1228
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია