დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - 1%-იც კი არ არსებობს რისკი და საშიშროება, რომ მთავრობაში რაიმე ძვრები მოხდეს
ავტორი:
2014/ივნისი/04 14:00:03
"ნაციონალურ მოძრაობას" ნერვიულობის საბაბი აქვს, - ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" 9 წელი ანერვიულებდა მოსახლეობას. ღარიბაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს ჭორებს, რომ ხელისუფლებაში დაძაბულობაა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"ისინი ავრცელებენ ჭორებს და დეზინფორმაციებს. ძალიან ბევრი დეზინფორმაციული სააგენტოები აქვთ შექმნილი, რისი საშუალებითაც ხდება ამ დეზინფორმაციების გავრცელება, რათა დაძაბონ საზოგადოება, რომ რაღაც ხდება, ღარიბაშვილს გადააყენებენ, ის მოხდება, ეს მოხდება და ა.შ. არაფერი არ მოხდება. ტყუილად ნერვიულობთ. ისე გაქვთ საბაბი, რომ ინერვიულოთ. არაუშავს, ცოტა უნდა ინერვიულოთ, რადგან 9 წელი მოსახლეობა ანერვიულეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საერთოდ არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს მთავრობაში.
"მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ ყველაფერი კარგად არის. 1%-იც კი არ არსებობს იმის რისკი და საშიშროება, რომ რაიმე ძვრები მოხდეს ან მთავრობაში, ან ხელისუფლებაში. გუნდის შიგნით არის ერთსულოვნება. გუნდი არის ძალიან შეკრული. ხანდახან განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება და ეს ნორმალურია და დემოკრატიულია. დისკუსიის შედეგად ჩვენ მივდივართ გადაწყვეტილებამდე და ვაღწევთ შეთანხმებას. ვერავინ გაბედავს რაიმე რყევებს და პრობლემებს. როგორ ფიქრობთ, ბატონმა ბიძინამ იმიტომ დაალაგა ქვეყანაში სიტუაცია, რომ ვიღაცამ რაღაც არიოს? როგორ ფიქრობთ, ვიღაცეები ფიქრობენ ამას და იგივე ბატონ ბიძინას და მე არ გვაქვს ამაზე ნაფიქრი? ჩვენ გვაქვს ყველაფერზე ნაფიქრი, გრძელვადიანი გეგმებიც გვაქვს, კარგად მოფიქრებული გეგმებიც გვაქვს და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია