დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - კოალიცია არის ძალიან მყარი და ჩვენ ვართ შეხმატკბილებულები
ავტორი:
2013/დეკემბერი/28 00:30:03
კოალიცია არის ძალიან მყარი და ჩვენ ვართ შეხმატკბილებულები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა მოლოდინი, რომ გუნდი კიდევ უფრო შეიკვრებოდა, რისი შედეგიც სახეზეა.
"ძალიან შეკრულები ვართ. ამის მოლოდინი არსებობდა. ბატონი ბიძინა გვარწმუნებდა, რომ კიდევ უფრო შევიკვრებოდით და ამის რეალური შედეგი სახეზეა. ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა მნიშვნელოვან პოზიციებზე. შიგნით გვაქვს ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა, რეალური დემოკრატია. არ ვერიდებით საკუთარი პოზიციების გამოხატვას, საკუთარი აზრის გამოხატვას, გვაქვს ჯანსაღი, დემოკრატიული დისკუსიები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი განაპირობებს სწორ გადაწყვეტილებებს. მე აბსოლუტური კომფორტი მაქვს კოალიციის შემადგენლობაში შემავალი პარტიების ლიდერებთან, ვმეგობრობ მათთან, მათგან რჩევებს ვიღებ ძალიან ხშირად. იგივე ინტენსიური ურთიერთობა მაქვს დათო უსუფაშვილთან, რომლისგანაც სასარგებლო რჩევების მიღებას არ ვერიდები და მსიამოვნებს, ნიჭიერ ადამიანებთან საუბარი. აქტიურად ვართ შეხმატკბილებულები და შეთამაშებულები. ასე რომ, კოალიცია არის ძალიან მყარი, ძალიან მტკიცე და დანაბარებს, რაც დამიტოვა ბატონმა ბიძინამ, ვფიქრობ წარმატებით ვასრულებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად ინტენსიური ურთიერთობა აქვს ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერის თქმით, მათი შეხვედრები მინისტრობის დროს უფრო ხშირი იყო.
"ბატონი ბიძინა ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი და სამაგალითო ადამიანი, იყო და ასეც დარჩება, ეს არასდროს დამიმალავს. მაშინ, როცა ვიყავი მინისტრი, უფრო ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლაც გვაქვს ურთიერთობა, ამას არ ვმალავ და არც დავმალავ, ალბათ ნებისმიერ ადამიანს შეშურდებოდა ისეთი ადამიანისგან რჩევის მიღება, როგორიცაა ბიძინა ივანიშვილი",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია