დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ.გასაღები მობილური ოპერატორების ხელში არ უნდა იყოს
ავტორი:
2014/ივნისი/04 13:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღები მობილური ოპერატორების ხელში არ უნდა იყოს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტის თაობაზე "ინტერპრესნიუსის" მიერ დასმული იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ ვის უნდა ჰქონდეს ე.წ. გასაღები – წვდომა ფარულ მოსმენებზე.
"დავიწყოთ იმით, რომ არავითარი "გასღები" არ არსებობს და აქაც არასწორი ინფორმაციაა, ატყუებენ მოსახლეობას. წვდომა, გასაგებია აქვს, მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ, უნდა მოვაწესრიგოთ ეს სიტემა, რომ არ განმეორდეს უკანონო მოსმენების დრო. მხოლოდ ნება არ არის საკმარისი. სწორედ ამ მიზნით, ეს კანონი პირველი მოსმენით მივიღეთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, "გასაღები" ვის ხელში უნდა იყოს, ჩვენ გვაქვს სურვილი და რეალური მოტივაცია, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო. ასეთ ძლიერ სახელმწიფოში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება. ამ ეტაპზე, მე მიმაჩნია, რომ ეს "გასაღები" არ უნდა იყოს მობილური ოპერატორების ხელში, ეს არასწორია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, არსებობს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები, რომელზეც ღიად საუბარი არ შეიძლება და რომელზეც უსაფრთხოების სამსახურები მუდმივ რეჟიმში ზრუნავენ.
"ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ორგანოებს დავემორჩილოთ, ყურად ვიღოთ და გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რომელიც მათი შეფასებით, მომდინარეობს ამა თუ იმ კუთხიდან, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად მოქნილ და დაბალანსებულ მექანიზმს, რაც, ერთი მხრივ, გამორიცხავს უკანონო მოსმენებს და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას. ჩვენ ამ იდეალურ ბალანსს, ოქროს შუალედს აუცილებლად ვიპოვით", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სახელმწიფო ინტერესების შელახვას და უსაფრთხოების შესუსტებას არ დაუშვებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია