დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძემ პორტუგალიის ელჩი ჯორჯ კაბრალი მიიღო
ავტორი:
2014/ივნისი/03 15:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ პორტუგალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში(რეზიდენციით ანკარა), ჯორჯ კაბრალი მიიღო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პორტუგალიური ენის ცენტრის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ პორტუგალიური ენის მცოდნე ქართველი ახალგაზრდების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.
მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი და ამ მიმართულებით, ბოლო პერიოდში მიღწეული წარმატებები. ევროკავშირთან დაახლოების კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ასოცირების შესახებ შეთანხმების 27 ივნისს ხელმოწერის მნიშვნელობასა და შემდგომ ეფექტურ იმპლემენტაციაზე.
შეხვედრაზე პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპული და ევეროატლატიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.
საუბარი შეეხო პორტუგალიურენოვანი თანამეგობრობის ორგანიზაციაში (CPLP) საქართველოს ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსით გაწევრიანების საკითხს. მინისტრის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა თანამეგობრობის ფორუმებში ხელს შეუწყობს ლუზოფონურ სამყაროსთან ორმხივად სასარგებლო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია