დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დაგლას ფრანცი კმაყოფილია იმით, რასაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის აკეთებს
ავტორი:
2014/აპრილი/08 19:00:02
საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დაგლას ფრანცი კმაყოფილია იმით, რასაც ამერიკის მთავრობა საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის აკეთებს.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც წარსულში ჟურნალისტი იყო, დღეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სახელმწიფო დეპარტამენტის გადასაწყვეტი არ არის და არ არის მასზე დამოკიდებული, იყოს კმაყოფილი ან - არა საქართველოში მედიის მდგომარეობით. საქართველოს მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, რამდენად კმაყოფილია შექმნილი ვითარებით. მე მგონია, რომ იმ დიდი ინვესტიციების შედეგებს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ჩადო საქართველოში მედიის განვითარებისთვის, ჩვენ ვხედავთ. დღეს მქონდა შეხვედრა GIPA-ს სტუდენტებთან, საოცრად კარგი და რთული კითხვები დამისვეს. ნამდვილად დინამიური ჟურნალისტიკა ვიხილე. დილით მქონდა შეხვედრა ჟურნალისტებთან, რომელთაც აღნიშნეს, რომ საქართველოში არის პროგრესი, არის სირცთულეებიც და შესაძლებელია, რომ ზოგიერთი გამოცემა ან ტელეკომპანია ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან ან პარტიასთან. მიუხედავად ამისა, ყველა აღნიშნავდა დინამიურ და თავისუფალ განვითარებას. ახალგაზრდა იურისტი მიუთითებდა ასევე იმას, რომ ჟურნალისტიკასთან დაკავშირებული კანონები ძალიან კარგია. არის სირთულეები კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი სირთულეები არსებობს ბევრ სხვა ქვეყანაშიც. ის, რაც იყო საქართველოში 13-14 წლის წინ და რაც არის დღეს, ნამდვილად შეუდარებელია. ცვლილება თვალშისაცემია. მე გახლავართ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი დღეს, მაგრამ გულის სიღრმეში ჟურნალისტი ვრჩები. შემიძლია ვთქვა, რომ კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აკეთებს ამერიკის მთავრობა საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარების მიზნით", - აღნიშნა ფრანცმა. მისივე თქმით, მედიის განვითარების დინამიურობა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დაფიქსირდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია